Sunday, June 4, 2017

ინტელის პროექტი

მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში

კურსის რეფლექსია

მასწავლებელი სულ ძიების პროცესში უნდა იყოს, იზრუნოს პროფესიული ცოდნის განახლებასა და საკუთარი პედაგოგიური უნარების განვითარებაზე.
   დღეს დამთავრდა ჩვენი ცხრადღიანი ტრენინგი ინტელის კურსი,რომელიც ძალია საინტერესო,ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყო.
   შევისწავლეთ ისეთი საკითხები რომლებიც გამოგვადგება ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში.ამ ტრეინინგმა ძალიან ბევრი რამ მომცა პროფესიული ზრდისთვის.ვისწავლე როგორ ვაწარმოო ელექტრონული პორტფოლიო,ვისწავლე გაკვეთილის დაგეგმვა,ვიზუალური მასალის მომზადება და პრეზენტაცია.გავეცანი შეფასების რუბრიკებს.
 გავიარე გეგმით გათვალისწინებული ყველა ეტაპი.გავიმყარე ცოდნა ბლოგზე ინფორმაციის ჩამატებაში
   დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს

Saturday, June 3, 2017

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს ტრენერმა გაგვაცნო სასწავლო პროექტის შეფასების რუბრიკები.ესდამეხმარება შეფასების რუბრიკების უკეთ გაანალიზებაში.
მადლობთ

Saturday, May 13, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრეინინგი დაიწყო დავალების განხილვით.წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის მიზნები და შედეგები.
გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარჩვევები: განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვების გამოყენებით
შემდეგ ტრენერმა წარმოადგინა მე-3 მოდული:კავშირები
გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება

Friday, May 12, 2017

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

12. 05. 2017 წელი

 დღეს ტრენინგის  სამუშაო დღე დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით.   წარმოვადგინეთ და განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ტრენერმა კითხვების ტიპების კონკრეტულ ნიმუშებთან დაკავშირებით მოგვცა საჭირო რეკომენდაციები.
     გავეცანით მეორე  მოდულის მესამე აქტივობას- შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა. განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია და შევადგინეთ შეფასების გეგმის ჩარჩო. ამის შემდეგ განვიხილეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის საჭიროებების სხვადასხვა მეთოდები და შეფასების ფორმები.

Saturday, May 6, 2017

მესამე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ  მოდული 2- სასწავლო პროექტის დაგეგმვა,გავეცანით 21-ე საუკუნის უნარჩვევებს და ჩვენს თემას შეუსაბამეთ მუხლები.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები რომლებიც მოსწავლეებს ხელს შეუწყობს

Sunday, April 30, 2017

მეორე დღის რეფლექსია

გადავწყვიტე პროექტი გავაკეთო ფიგურათა ფართობების გამოთვლაზე და მის გამოყენებაზე ყოფაცხოვრებაში,ამისათვის შევისწავლე ბუკლეტებების შექმნა, ინტერნეტის საშუალებით სურათების მოძიაება და გადმოწერა,ბუკლეტში სასურველ ადგილზე ჩასმა და ა.შ.

Saturday, April 29, 2017

პირველი დღის რეფლექსია

1.გავეცანით სილაბუსს
2.შევქმენით ელექტრონული პორტფოლიოები
3.განვიხილეთ პორტფოლიოების ჩეკლისტები
4.ვნახეთ სასწავლო პროექტების შაბლონები
5.გავეცანით 21-ე საუკუნის პროექტებს