12. 05. 2017 წელი
დღეს ტრენინგის სამუშაო დღე დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით. წარმოვადგინეთ და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ტრენერმა კითხვების ტიპების კონკრეტულ ნიმუშებთან დაკავშირებით მოგვცა საჭირო რეკომენდაციები.
გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას- შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა. განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია და შევადგინეთ შეფასების გეგმის ჩარჩო. ამის შემდეგ განვიხილეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის საჭიროებების სხვადასხვა მეთოდები და შეფასების ფორმები.
No comments:
Post a Comment