Wednesday, April 20, 2016

პროექტი



პროექტის სახელწოდება:
კარგად განათებული  ოთახი
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მზის შუქით ოთახის კარგი განათების მისაღწევად ფანჯრების ფართობი იატაკის ფართობის რამდენი % უნდა იყოს
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები გამოთვლიან ფართობებს პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე
პროექტის მიზნები:
კარგად განათებული საკლასო ოთახი.ოთახის კარგად გასანათებლად ფანჯრების ფართობი იატაკის ფართობის 20% უნდა იყოს
მონაწილეთა ასაკი:
13-14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის უნარები.შედეგის მისაღებად აღეძვრებათ ინტერესი

ოთხკუთხედები და მისი კერძო სახეები

     ოთხკუთხედი და მისი კერძო სახეები
გაკვეთილის   მთავარი თემა
შემაჯამებელი გაკვეთილი:ოთხკუთხედი და მისი კერძო სახეები
სწავლების საფეხური
VIII  კლასი, 
მოსწავლეთა პროფილი
30   მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა

გაიწაფებიან ოთხკუთხედის დახაზვაში მათ თვისებებს   გამოიყენებენ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას. მოახდენენ კლასიფიკაციას სხვადასხვა თვისებების მიხედვით.ჩამოაყალიბებენ ფიგურათა სახეობებს შორის მიმართებებს (ზოგადობა-კერძოობა)
მიზნები და შედეგები
უნდა შეძლონ ოთხკუთხედის კლასიფიკაცია. იპოვონ მსგავსება-განსხვავება. შეძლონ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება,მოაგროვონ ინფორმაცია და შეძლონ მასალების მოძიება,დახარისხება,შედარება.