Wednesday, April 20, 2016

ოთხკუთხედები და მისი კერძო სახეები

     ოთხკუთხედი და მისი კერძო სახეები
გაკვეთილის   მთავარი თემა
შემაჯამებელი გაკვეთილი:ოთხკუთხედი და მისი კერძო სახეები
სწავლების საფეხური
VIII  კლასი, 
მოსწავლეთა პროფილი
30   მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა

გაიწაფებიან ოთხკუთხედის დახაზვაში მათ თვისებებს   გამოიყენებენ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას. მოახდენენ კლასიფიკაციას სხვადასხვა თვისებების მიხედვით.ჩამოაყალიბებენ ფიგურათა სახეობებს შორის მიმართებებს (ზოგადობა-კერძოობა)
მიზნები და შედეგები
უნდა შეძლონ ოთხკუთხედის კლასიფიკაცია. იპოვონ მსგავსება-განსხვავება. შეძლონ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება,მოაგროვონ ინფორმაცია და შეძლონ მასალების მოძიება,დახარისხება,შედარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნებ  /სტანდარტებ 
VIII.8. იყენებს ფიგურათა თვისებებს ფიგურათა სახეობების შედარებისა დაკლასიფიკაციისათვის.აყალიბებს მიმართებებს (ზოგადობა-კერძოობა)ფიგურის სახეობებს, ან თვისებებს შორის, სქემატურად გამოსახავს ამ მიმართებებს (ცხრილის, ან დიაგრამის სახით).
ისტ. V Iიყენებს ისტ- იდეების და ინფორმაციის ორგანიზებისას. (მაგალითად, იყენებს ცნებების რუკას იდეების ორგანიზებისას და მთავარ იდეასა და დამხმარე დეტალებს შორის ურთიერთმიმართების წარმოსაჩენად).

წინასწარი ცოდნა
იციან ამოზნექილი და ჩაზნექილი ოთხკუთედების განსაზღვრება, დახაზვა,ამოზნექილი ოთხკუთხედების კერძო სახეები
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები: მისალმება, სწრებადობის აღრიცხვა,საშინაო დავალების შემოწმება-გარჩევა (10წთ)
A ფაზა( გამოწვევა)-10წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს 5 ჯგუფად-გათვლის პრინციპით.სთხოვს ერთი და იგივე ნომრის მოსწავლეები ერთად მოთავსდნენ.
შემდეგ თითო ჯგუფიდან გამოვა თითო მოსწავლე და აიღებს ბარათს, რომელზეც ერთ-ერთი ოთხკუთხედის სახელი ეწერება და მის გუნდთან ერთად უნდა დაახასიათოს აღნიშნული ფიგურა.
B ფაზა( შინაარსის რეალიზება)-15წთ
თითოეული ჯგუფის რომელიმე წევრი გააკეთებს პრეზენტაციას აღნიშნულ ფიგურაზე.პასუხების მიხედვით  პარალელურად ეკრანზე სლაიდების ჩვენება. ცხრილის შევსება:რა ვიცი, მინდა ვიცოდე,ვისწავლე.
Cფაზა (გამთლიანება)-5წთ
პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აკეთებინებს ანალიზს შესწავლილ ფიგურებს შორის რა არის მსგავსება და განსხვავება.
მოიძიონ ინტერნეტში სცვადასხვა ტიპის ოთხკუთხედები და გააკეთონ სლაიდები.
შეფასების საგანი დაპროცედურები
შემაჯამებელი გაკვეთილის შემთხვევაში გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას(5წთ)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა,ცარცი,ფურცელი, საწერკალამი,პროექტორი

შეფასების სქემა>>>>>
პრეზენტაცია>>>>>>>


No comments:

Post a Comment